ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სტიქიის ეპიცენტრში, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული” – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში თითქმის მთელი ტერიტორია უკვე შემოწმებულია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხვალ სამძებრო ღონისძიებები მდინარის კალაპოტში გაგრძელდება:

„სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო. რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ, უკვე ნიადაგი მყარია და ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

იტვირთბა....