[su_quote]მშვენიერია!
უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ – ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა – რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!
ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ კონცერტზე წასვლა-არწასვლასა და სხვა საკითხებზე და სრულად მესმის კრიტიკის პათოსი, თუმცა ფაქტია, რომ მორიგი რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა, ესა ძალიან მნიშვნელოვანია!
მადლობა თითოეულს ვინც ყური არ დაიხშეთ და დუმილი არ აირჩიეთ!!!
ახლა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომ -რუსეთი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ტალახში ვეძებთ გარდაცვლილ თანამემამულეებს. გვაქვს სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი ისეთ ვითარებებში, სადაც ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები არ იღუპებიან! ( სტიქიური უბედურების დროსაც კი გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ წყალში სიკვდილიანობაზე და ა.შ.)
ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი მისახედია![/su_quote]
ასე ეხმაურება “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი “The Killers”-ის კონცერტის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტსა და ქართველი მსმენელის რეაქციას.