კორონავირუსის ახალი შტამი EG.5, რომელიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა, საქართველოშიც გამოვლინდა.
EG.5 ომიკრონის მსგავსი შტამია, ახასიათებს იგივე სიმპტომები – ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. საშიშია რისკ-ჯგუფებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით გამოვლინდა მილიონამდე შემთხვევა, მათგან 3 ათასი ინფიცირებული დაიღუპა.
სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან წესები.