ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტებიდან ორს დროებით ხურავს

ლიეტუვის მთავროის გადაწყვეტილებით, ბელარუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორს დროებით ხურავს.

18 აგვისტოდან დაიხურება დასახლება შუმსკასისა და ტევერჩიუსის სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ამ გადასასვლელებით ძირითადად მსუბუქი ავტომობილები და ცარიელი სატვირთოები სარგებლობდნენ.

გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ არ გამორიცხა, რომ ბელარუსს სხვა მეზობლმა ქვეყნებმაც ჩაუკეტონ საზღვარი, თუ უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გამძაფრდება.

ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ბელარუსის საზღვართან პროვოკაციების მოწყობის მოლოდინშია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა პოლონეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე არის მიმართული.

იტვირთბა....