ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში არსებულმა სამხედრო კონფლიქტმა ფართო მასშტაბები მიიღოს – ამის შესახებ მან საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ მოსკოვის XI კონფერენციაზე ვიდეო ჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ნატო-ს წევრი ქვეყნები განაგრძობენ შეტევითი შესაძლებლობების განვითარებას და მოდერნიზაციას, მცდელობებს, გადაიტანონ სამხედრო დაპირისპირება კოსმოსსა და საინფორმაციო სივრცეში, გამოიყენონ ზეწოლის სამხედრო და არასამხედრო საშუალებები. ეს ყველაფერი – შეიარაღების კონტროლის სისტემის განადგურების ფონზე. ის, თუ სანამდე მივყავართ ცეცხლზე ნავთის დასხმის პოლიტიკას ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტური რეჟიმისთვის მილიარდობით დოლარის, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, სამხედრო მრჩევლებისა და დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა

იტვირთბა....