ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სტიქიას გადარჩენილი ადამიანების აბუჩად აგდება ნაციონალებსაც არ უკადრიათ” – ალეკო ელისაშვილი

[su_quote]სტიქიას გადარჩენილი ადამიანების თავგანწირვის, განცდილი სტრესის და შეუპოვრობის აბუჩად აგდება ნაციონალებსაც არ უკადრიათ. რა ჯანდაბას უკეთებს ხალხს ეს ძალაუფლება და სკამზე ჩაბღაუჭება ამაზრზენი საყურებელია. იმის მაგივრად ბოდიშები უხადონ გადარჩენილებს საკუთარი უმოქმედობის გამო დგანან და ხალხს გადარჩენას აყვედრიან, საკუთარი თავგანწირვით გადარჩენას. ოცნება უნდა გავუშვათ აუცილებლად, სრულ მარაზმში არიან უკვე და ისინი არ უნდა დავაბრუნოთ, ნაციონალები[/su_quote]

ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებებს.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.

კობახიძის განცხადებას საზოგადოებისგან აგრესია და გაღიზიანება მოყვა.

იტვირთბა....