ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მადლიერნი ვართ თანაგრძნობისათვის” – პატრიარქის წერილი რომის პაპს

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპ ფრანცისკესთვის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“ – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა.

იტვირთბა....