ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა – წალენჯიხის მერია

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,კერძოდ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად კი მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს.
➡აღნიშნულიდან გამომდინარე,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება,რათა მოხდეს დროული რეაგირება.
➡წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს ღებულობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
➡საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა,რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....