ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი ხიდი წაიღო წყალმა? – ქარსელაძის განმარტება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, წაღებულია ის დროებითი ხიდი, რომელიც შოვში სტიქიამდე იყო დამონტაჟებული და არა ის, რომელიც სტიქიის შემდეგ, დაამონტაჟეს.

“ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი მოვაწყვეთ, ეს მეორე დროებითი ხიდი ამოვიღეთ მდინარიდან, მოვახდინეთ მისი შესწავლა-შეფასება, შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყენება ხელმეორედ. დადგინდა, რომ არ შეიძლებოდა, მოვიტანეთ ახალი ხიდი, რომელიც დამონტაჟდა იმავე ადგილას.

ანუ, ორი ხიდი იყო წაღებული, ერთი დამონტაჟდა, მეორე დღეს დამონტაჟდა და არც ერთი დამონტაჟებული სტიქიის მერე ხიდი, არ წაუღია და შესაბამისად ორი წაღებული ხიდი იქნა ორივე აღდგენილი” თქვა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, ქარსელაძემ დროებითი ხიდის წაღების შესახებ დღეს რამდენიმე საათის წინ თავად გააკეთა განცხადება

იტვირთბა....