ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

“ვინც ახლა შესაძლო დამნაშავეთა “გაპრავებაზე” მუშაობს, უნდა იცოდეს, რომ ის მეორედ კლავს შოვში დაღუპულებს” – გია ხუხაშვილი

[su_quote]ვინც ახლა შესაძლო დამნაშავეთა “გაპრავებაზე” მუშაობს, უნდა იცოდეს, რომ ის მეორედ კლავს შოვში დაღუპულებს.
ერთადერთი, რამაც ოდნავ მაინც შეიძლება შეუმსუბუქოს ეს საშვილიშვილო ტრამვა მთლიანად ჭირისუფალ საქართველოს და დაამშვიდოს დაღუპულთა სულები, არის სიმართლე და ყველა იმ ადამიანის, თუ ინსტიტუტის გამოვლენა, რომელსაც პირდაპირი, თუ ირიბი დანაშაული მიუძღვის როგორც ტრაგედიამდე, ასევე მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებში…[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. 16 პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

იტვირთბა....