ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენიმე ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება დეენემის ანალიზის ჩატარება გახდეს საჭირო – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამაშველო სამუშაოების შესახებ ისაუბრა:

„რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს, აჯობებს, ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო დაზიანებებიდან გამომდინარე დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება წყლის დონეს რაზეც იყო უამრავი სპეკულაცია, თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა, იყო მინიმუმამდე დასული, ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები. წყალმზომებით იზომება წყლის დონე და არც ერთი წინა დღის განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება არც კლება. დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....