ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,ადამიანები რომ არ დაგვეკარგა, დღევანდელი დღე ბევრი გმირობის და სიმამაცის დღე იქნებოდა…” – თინა ხიდაშელი

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ეხმაურება და წერს:

,,ამ უზარმაზარი ტრაგედიით დამძიმებული, დაზაფრული, დამუნჯებული ვარ… დღეს ალბათ ათასჯერ შემოვედი აქ, იმის იმედით, იქნებ ვინმე გადაარჩინეს, გამოიყვანეს…

ადამიანები რომ არ დაგვეკარგა, დღევანდელი დღე ბევრი გმირობის და სიმამაცის დღე იქნებოდა… ამ უმძიმესმა ტრაგედიამ თითქოს დათრგუნა და გააფერმკრთალა ის ბევრი ადამიანის თავდადება რასაც ვუყურებთ, მაგრამ ალბათ ათასჯერ უნდა ვთქვათ მადლობა და დიდება ამ ხალხის თავდადებისთვის!!!”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....