ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღრმად თანაგიგრძნობთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ტვიტით უსამძიმრებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართულ ენაზე ეხმაურება შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და დაღუპულთა ოჯახებსა სამძიმარს უცხადებს:

“ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს.” წერს ზელენსკი ტვიტერზე

ღრმად თანავუგრძნობთ 🇬🇪 საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს.

— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 4, 2023
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.

მეწყერი რაჭაში, შოვის კურორტზე გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.

იტვირთბა....