ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა” – დავით არახამია ქართველებს უსამძიმრებს

უკრიანის პარტია ხალხის მსახურის ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი – განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის”- წერს არახამია.

იტვირთბა....