ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ადამიანურად შემიძლია გავუგო კახი კალაძეს” – რას წერს გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მე ადამიანურად შემიძლია გავუგო კახი კალაძეს. ჩვენ ყველა მამები ვართ და საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ისიც ცხადია, რომ ამ ტიპის დამთხვევები ხდება და მეც ძალიან მიხარია, რომ მისი შვილები გადაურჩნენ ამ უბედურებას.
ამასთანავე, მას უნდა ესმოდეს, რომ ამ აფექტურ ვითარებაში შესაძლოა ვიღაცას გაუჩნდეს კითხვები. შესაძლოა ძალიან უსამართლო, მაგრამ ის, როგორც საჯარო პირი, არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით და მიუხედავად ყველაფრისა, ვალდებულია დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
როგორ შეიძლება ეს გააკეთოს?
იმ გზაზე არის ვიდეო-კამერებით აღჭურვილი უამრავი ობიექტი, გასამართი სადგურები. ამოაღებინოს მისი ესკორტის გავლის კადრები და ყველა კითხვა მოიხსნება. მერე შეუძლია როგორც უნდა ისე ლანძღოს ოპონენტები, როგორც მამამ და როგორც მოქალაქემ….

იტვირთბა....