ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის ქართველი ლიდერი თარხან ბათირაშვილი მკვდარია

 

„ისლამური სახელწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია. BCC-ის ინფორმაციით,  პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა ტერორისტის სიკვდილი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალ შიშანი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი თარხან ბათირაშვილია, შეიძლებოდა თავდასხმებს გადარჩენოდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მარტს განხორციელებული დაბომბვის შედეგად მისი დაცვის რამდენიმე წევრიც დაიღუპა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული. ალ-შიშანი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩეველად ითვლებოდა.

იტვირთბა....