Economic ახალი ამბები მთავარი

რა გაძვირდა და გაიაფდა ივლისის თვეში – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ივლისის თვეში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები 11,1%-ით გაიზარდა, რაც 0,59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები უმეტესწილად მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

საფინანსო მომსახურება – 27,9%;
პირადი ჰიგიენა – 9,0%;

ფასებმა მოიმატა საცხოვრებელი, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფშიც, სადაც მატებმა 4,9% შეადგინა. ჯგუფის წვლილი წლიურ ინფლაციაში 0,51% არის. ფასები გაიზარდა:

საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთების ქვეჯგუფში და ზრდამ 12,3% შეადგინა;
ფაქტიურლი გადასახადი საცხოვრებლებზე – 10,3%-იანი ზრდა;
ალკოჰოლური სასმელები და თაბაქოს ჯგუფის პროდუქტები გაძვირდა 6,3%-ით, რაც 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები მომატებულია:

ალკოჰოლურ სასმელებზე – 7,5%-ით;
თამბაქოს ნაწარმზე – 5,0%-ით;
წინა წელთან შედარებით 1,2%-ით მოიმატა ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს გამოყოფილი ის ქვეჯგუფები და პროდუქტები, რომლებიც გაძვირდა.

ფასების კლებაა აღწერილი ტრანსპორტის ჯგუფში, სადაც ფასები 12,1%-ით შემცირდა, რაც -1,53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე:

ფასი შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 18,6%-ით;
ამასთან ერთად, 3,8%-ით გაძვირებულია სატრანსპორტო მომსახურება;
ფასების 6,9%-იანი კლება დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, რაც -0,57 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე:

17,3%-ით შემცირდა ფასები აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე;
12,5%-ით გაიზარდა ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
6,4%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურეობა;

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4% შეადგინა.

იტვირთბა....