ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება რუსულ საკრუიზო ლაინერს სოხუმში ეპატიჟება

ე.წ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება რუსულ საკრუიზო ლაინერს, „ასტორია გრანდეს“, სოხუმში ეპატიჟება.

„სოხუმის საზღვაო პორტი „ასტორია გრანდეს“ მსგავსი გემების მისაღებად ტექნიკურად მზად არის. სიხარულით გეპატიჟებით ჩვენთან, აფხაზეთში და რუს ტურისტებს აფხაზური სტუმარმასპინძლობით გულთბილ მირებას გპირდებით, – აღნიშნა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დააკავეს 23-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

„1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

კიდევ ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ რუსეთმა აფხაზბი ქართველებისგან გაათავისუფლეს.

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – აღნიშნა მან.

ამ ეტაპისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაინერის მარშრუტიდან ბათუმი ამოღებულია.

იტვირთბა....