ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრები შეიკრიბნენ და ამ წუთებში სხდომას იმართება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მას თავად რექტორი ლადო პაპავაც ესწრება.
შეხვედრაზე უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს განიხილავენ, არაოფიციალური ინფორმაციით სხდომაზე რექტორის ლადო პაპავას იმპიჩმენტზეც მსჯელობენ.
ამ დრომდე ლადო პაპავას იმპიჩმენტის მოთხოვნას მხოლოდ თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებდნენ, თუმცა განიხილება თუ არა ეს საკითხი აკადემიური საბჭოს დახურულ სხდომაზე, ინფორმაციას ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არავინ ადასტურებს.