ცოტა ხნის წინ „მაესტრო“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. შპს “სტუდია მაესტროს” ფინანსურმა დირექტორმა თემურ გაჩეჩილაძემ, ბუღალტერიის და მარკეტინგის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებები დაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით დღეს თბილისში “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც ჩამოდის და თანამშრომლების სრულ შემადგენლობასთან თათბირი იგეგმება.