.
ვითარება კვლავაც დაძაბულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება თვითმართველობის წევრებმა თსუ-ს პირველი კორპუსის რამდენიმე სხვა შესასვლელიდან მოახერხეს შენობაში შესვლა.
ამ წუთებში სამართალდამცავებს კორიდორი აქვთ გაკეთებული, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მხარეს მდგომ სტუდენტებს შორის დაპირისპირება.
შეგახსენებთ, სტუდენტთა ერთი ნაწილი კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის შესაძლო არჩევას აპროტესტებს უკვე რამდენიმე დღეა.