ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თსუ-ში აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ამ წუთებში არეულობაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როგორც „მეტრონომის“ კორესპოდენტი იტყობინება კონტრ-აქციის მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა, მათ მთავარი აქციის წევრი სტუდენტები არ უშვებენ.

მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და აქციის წევრებს შორის. თვითმმართველობის მხარდაჭერებს შენობაში შესვლა სურდათ.

უნივერსიტეტში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაცვასთან ერთად ისინი  ვითარების განმუხტვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფება თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავაც.

„მეტრონომი“ მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე და პერიოდულად მოგაწვდით ოპერატიულ ინფორმაციას.

uni12

იტვირთბა....