ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

არასამთავრობოები კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

 

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრთან შევედრას ითხოვენ. კამპანია „ეს შენ გეხებას“ სახელით, მესამე სექტორი დღეს გავრცელებულ ახალ ფარულ, უკანონო ჩანაწერს ეხმაურება:

„ეს არის საზოგადოების დაშინების პირდაპირი მცდელობა და დარტყმა დემოკრატიულ  სახელმწიფოზე. სწრაფი და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ საზარელი დანაშაულის დასამარცხებლად და საზოგადოების ამ ტიპის ტერორისგან გასათავისუფლებად. შესაბამისად, ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან და ძალოვან უწყებებთან შეხვედრას, მათგან მოვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, თუ რა კეთდებოდა აქამდე ამ ფარული ჩანაწერების გასაქრობად, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და დავაყენებთ საკითხს, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა ამგვარი დანაშაულის მიმართ, რადგან სრულად ვერ იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტების ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს კვლავ გავრცელდა ფარული, უკანონო, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, რომლის ტექსტშიც დაანონსდა მოქმედი პოლიტიკოსების და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

იტვირთბა....