საზოგადოება

დღეიდან დიდმარხვა იწყება: როგორი საკვები უნდა მიიღონ მორწმუნეებმა

 

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო. მოძღვრის კურთხევით მორწმუნეები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ხოლო ვისაც ეს არ შეუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.

კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.

დიდმარხვა 14 მარტს იწყება და 49 დღის შემდეგ, 1 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

იტვირთბა....