თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ერთ ფოტოაპარატსა და მის აქსესუარებში 37 400 ლარი გადაიხადა. აბესაძე შესაბამის დოკუმენტაციას Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
“ძალიან მძიმე, ქაოსური, უკონტროლო პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, შეუძლებელია, გვერდი აუარო თბილისის მერიის თავხედობას: 1 ფოტოაპარატი 37 400 ლარად (SPA160007336). ფაქტია, რომ ვერც ნარმანია და ვერც ზოგადად ,,ქართული ოცნება” ჭკუას ვერ სწავლობს” – წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.