ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„თუ არ წახვალთ სხვა კადრებსაც გამოვამზეურებთ!!! – რა ტექსტით ემუქრებიან ხელისუფლებას ვიდეოს ამტვირთავები

რამდენიმე საათის წინ იუთუბზე გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერში გამოყენებულია მუქარის ტექსტი. უცნობი პირი, ან პირები ვიდეომასალაზე დართული ტექსტით იტყობინებიან, რომ ამგვარი ჩანაწერები კიდევ მრავლად არსებობს, ამ ჩანაწერების გამო მათში არსებულ მოქმედ პოლიტიკოსებს აშანტაჟებენ და აიძულებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებას, ამიტომ უცნობი პირები ავრცელებენ ვიდეომასალას და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, რომ დატოვონ დაკავებული თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებენ ყველა ფარულ ჩანაწერს, რომელთა არსებობის გამოც კომპრომისებზე წასვლა უწევთ.

შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში გავრცელდა ახალი, ფარული, უკანონო  ჩანაწერი, სადაც ასახული პიროვნებების იდენტიფიცირება არ ხდება. დაუდგენელი პირების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაანონსებულია სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება.

რამდენიმე წუთის განმავლობაში youtube-ზე წვდომა საქართველოს ტერიტორიიდან არავის შეეძლო.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საგამოძიებო სტრუქტურები უფრო აქტიურად იმოქმედებენ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

kadri

 

155kadrebi

 

იტვირთბა....