უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა 12 ივლისს საჰაერო იერიში ზაპოროჟიეს ოლქზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაშავებულთა რიცხვი 20-ამდე გაიზარდა, მათ შორის, 8 ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 12 ზრდასრული და 8 არასრულწლოვანი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.