თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ანკარაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება. ერდოღანი აცხადებს, რომ ტერორისტებს დააჩოქებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება თურქეთის უსაფრთხოების ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
შეგახსენებთ, აფეთქება ანკარის კიზილაის რაიონში ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო მოთავსებული. მომხდარის შედეგად დაიღუპა 39, ხოლო დაშავდა 125 ადამიანი.