ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოს დასასრულს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან დასახელებულნი, რომელთა შესახებაც იგეგმება ახალი ვიდეოების გასაჯაროება.
“მეტრონომი” ბუნებრივია არ ახდენს ამ ადამიანთა იდენტიფიცირებას. გთავაზობთ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“გამარჯობა, ჩემო მეგობრებო……როგორც მეუბნებიან, პირადი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა)))) მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე……დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი,დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს))))))))) სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე…მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა,ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ,თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან(?????) არ წავალ….დააშანტაჟეთ და შეაშინეთ,ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!!მე ღიად ვხსნი ამ თემას…….თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი დაა სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას)))))))))))ეთერში ვარ ორზე”