რამდენიმე საათის წინ იუთუბზე ახალი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ასახული პიროვნებების იდენტიფიცირება არ ხდება. დაუდგენელი პირების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაანონსებულია სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება. ვიდეოს ამტვირთველები სახელებისა დ გვარების მითითებით წერენ, რომ შემდეგი ვიდეოები ამ დასახელებული პირების მონაწილეობით მალე აიტვირთება.
რამდენიმე წუთის განმავლობაში youtube-ზე წვდომა საქართველოს ტერიტორიიდან არავის შეეძლო.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საგამოძიებო სტრუქტურები უფრო აქტიურად იმოქმედებენ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.