ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანკარაში მსხვერპლმა 39-ს მიაღწია

 

თურქეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ბოლო მონაცემებით ანკარაში ტერაქტს 39 ადამიანი შეეწირა. 125 ადამიანი  მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

აფეთქების ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ კრიმინალისტები.

უკვე ცნობილია, რომ აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. როგორც თურქული მედიასაშუალებები იტყობინებიან, ორ ავტობუს შორის დანაღმული ავტომობილი გაჩერდა და რამდენიმე წუთის შემდეგ აფეთქდა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მოქმედებს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 53 36 90 30 40

თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

იტვირთბა....