ახალი ამბები მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგვლეაშვილი  თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაული ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას.” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ანკარაში ტერორისტული აქტი დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 30-ზე მეტი და დაშავებულია 130 ადამიანი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფომრაციის მიხედვით, პოლიციის ვერსიით, დანაღმული მანქანა ორ ავტობუსს შორის აფეთქდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს გიუვენ პარკი, ასევე განტავსებულია ბაზრობა, ავტოსადგომი და სამთავრობო შენობები.

უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის ქართველები. თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ნომერზე: +905336903040.

იტვირთბა....