ჟურნალისტი და “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველეძე სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ მას და მის ქმარს უთვალთვალებდნენ:
„მართალი თქვა გუშინ „რუსთავი 2“-ზე სესიაშვილმა, იმ მომენტში მე მართლაც არ მსურდა მაგ თემაზე საუბარი, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვალთვალიც და მოსმენაც იყო… ოღონდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ბუკა პეტრიაშვილზე და არა ჩემზე.
ბუკამ და მე ამის შესახებ მოგვიანებით რამდენიმე წყაროდან შევიტყვეთ.. უფრო გვიან კი, ჩემი და ბუკას ვაიბერ მიმოწერებიც წარმომიდგინა ერთმა პიროვნებამ და ისიც დააყოლა, ეს ზღვაში წვეთია საერთო მტკიცებულებებთან შედარებითო.
ერთი უბედურებაა უკანონო თვალთვალი და პირად ცხოვრებაში ბინძური ჩარევა, მაგრამ არანაკლებ საგანგაშოა, თუ საიდან ხვდება მთელი ფაილები რიგითი, თუნდაც უაღრესად დაინტერესებული მოქალაქის ხელში. აი, რა უნდა დაადგინოს გამოძიებამ!”-წერს ეკა მიშველაძე.