ახალი ამბები მთავარი

სუსი: ჯარიაშენთან ოკუპანტების სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენის განაპირას ოკუპანტების მიერ გზის გამყვანი სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და სამუშაოები ტარდება საოკუპაციო ხაზთან. სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჯარიაშენის განაპირას, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გუშინ დილით დაწყებული სამუშაოები განაახლეს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ. ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

 

იტვირთბა....