დღეს თბილისში დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი, მცირე წვიმა. დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში – 11-16 და გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა.
ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს. ხვალ, 14 მარტს, თბილისში-14 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება, საღამოს კი მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში -11-16 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი.
15 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში იქნება 6-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსის ფარგლებში. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ზოგიერთ რაიონში უფრო ძლიერი – 20-25 მ/წმ-ში.
=