უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამა ე.წ. ოდეერების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. პაპავა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, შედეგი საზოგადოებისთვის როდის გახდება ცნობილი.
“რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია, ეს საკითხი მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია,“ – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
წუხელ, გვაინ ღამით დასრულდა განათლების მინისტრის შეხვედრა გაფიცულ სტუდენტებთან. თამარ სანიკიძესთან საუბარი ყველა იმ მოთხოვნაზე იყო, რასაც სტუდენტები აყენებენ. მიღწეულია შეთანხმება, რომ მინისტრი პარლამენტს მიმართავს საგამოძიებო ჯგუფის შექმნის თხოვნით. სტუდენტები კი სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების ალტერნატიულ გეგმას წარმოადგენენ.
ახალგაზრდების თხოვით, შეხვედრას არ დაესწრებია უნივერსიტეტის რექტორი.