ახალი ამბები მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ სოჭში გამართულ შეხვედრაში რუსეთს  7:24 მოუგო. რაგბის ევროპის გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თბილისში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რუსეთთან 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ქართველ მორაგბეებს  18 გამარჯვება დაუგროვდათ. ბოლოს ბორჯღალოსნებმა რუსეთთან 1993 წელს წააგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 

იტვირთბა....