ახალი ამბები მთავარი

ირაკლი ოქრუაშვილის “მაესტროსა” და “რუსთავი 2”-ის საკუთარ წილებზე საუბრობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიების “მაესტროსა” და “რუსთავი 2”-ის წილებზე საკუთრების უფლებებს აცხადებს. ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით განაცხადა, რომ კოტე გოგელიას წილის ნახევრის  მფლობელია. რაც შეეხება “რუსთავი 2” -ს, ოქრუაშვილმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა:

„ნახევარი ჩემია ნამდვილად, რაც შეეხება “რუსთავი 2”-ს, ეს ცოტა ვრცელი თემაა და ხუთ წუთიანი საუბრით ვერ შემოვიფარგლები,“ – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი. მისი განმარტებით,  მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ხელშეკრულება არსებობს და შესაძლოა მან დოკუმენტი გამოაქვეყნოს.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.  ირაკლი ოქრუაშვილი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ ის პოლიტიკაში აქტიურობით არ გამოირჩევა და ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ქალაქ გორში არსებული ვითარების გამოსწორებაა.

იტვირთბა....