ახალი ამბები მთავარი

თსუ-ს რექტორი გადადგომას არ აპირებს

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ  განაცხადა, რომ  წლების განმავლობაში, ამ ინტიტუტის არსებობა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მის მუშაობას ხელს არ უშლიდა. თუმცა მისი თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება მოითხოვონ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება.

“რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია ეს საკითხი მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. ყველაზე ნაკლებად, თუ ვინმეს აწყობს ის, რაც ხდება დღეს უნივერსიტეტში, ეს არის რექტორი. მინდა ხაზგასმით აღინიშნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს, რადგან ამით უნვერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს,“ – განაცხადა ლადო პაპავამ.

უკვე მესამე დღეა თსუ-ში აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები უკვე მეორე დღეა ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურიდან მოხსნას, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობას, თვითმმართველობის რეფორმას და ა.შ. რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილს, მან გუშინ განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში კანდიდატურას არ მოხსნიდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ორშაბათს გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას მიმართა, რომ კანცლერობის კანდიდატურა მოეხსნა. უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ, პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელმაც სტუდენტებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო – ის გმობს უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობას, და ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელთანაც საუბარზე აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. სტუდენტებს სოლიდარობა ილიას უნივერსიტეტის ლექტორებმაც გამოუცხადეს.

იტვირთბა....