ახალი ამბები მთავარი

ალექსი პეტრიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ პოლიტიკოსის  პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ამ დანაშაულს ხელისუფლება უახლოეს მომავალში თუ ვერ გამოიძიებს, ქვეყანას სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს: 

“აქციაც სწორია, სოლიდარობა და ეთიკის ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული მინისტრების გადაწყვეტილებასაც მივესალმები, გავიგე რომ ძალოვანებიც შეხვდნენ პრემიერს, მაგრაააააამ……….. ეს საქმე უახლოეს დღეებში არ გაიხსნება და ქვეყანას შეუძლია სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია აღარ ჰქონდეს! უპატრონო უკონტროლო უწესო სივრცე დაერქმევა ქვეყანას! პ.ს. ერთი ორი თახსირი სახელისუფლებო პარლამენტარის ირონიანარევი კომენტარიც ვნახე! ბინძური სულის პატრონებს ბინძური პერსპექტივა გაქვთ! დაიმახსოვრეთ!”, – წერს პეტრიაშვილი.

 

იტვირთბა....