ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

მედიკოსებს, რომლებიც ხელფასის მატებას ითხოვდნენ, სამსახურებიდან „ათავისუფლებენ“ – რას აცხადებენ ექიმები

სასწრაფო დახმარების ექიმებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შურისძიებაში ადანაშაულებენ.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსებს, ვინც ხელფასების მატებას ითხოვდა, ახლა ტრენინგების გავლის შემდეგ გამოცდებს აბარებინებენ და მასობრივად ჭრიან.

გათავისუფლებულთა რიცხვი 200-მდე აღწევს.

„თურმე გამოცდა ყოფილა აუცილებელი, მაგრამ რატომ ხდება ეს, ტრენიგის ბრალია თუ ჩვენ, ყველა ექიმი ერთად გამოვედით მწყობრიდან, რომ 14 ადამიანიდან შეიძლება 14-ვე ჩაიჭრა, ან 20-დან 18 ჩაიჭრას? ჩვენი ჯგუფიდან ყველა ჩაიჭრა, ვინც გამოცდაზე გავიდა. რატომღაც უცებ გამოგვიცხადეს, რომ ყველანი დათხოვილები ვიყავით სამსახურიდან. ამას წინ რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეპრესიები უძღოდა. ვინც პროფკავშირებში ვიყავით და ვმონაწილეობდით, ზეწოლა იყო იქიდან, რომ პირველ რიგში, თუ გინდოდა რომ ტრენინგი ჩაგებარებინა, უნდა გამოსულიყავი პროფკვშირებიდან. უნდა გაჩუმებულიყავი, იყო ქვედა დინებებიდან ინფორმაციის მოწოდებები, ამას ოფიციალურად არავინ იტყვის. ეს არის დამსჯელობითი ფუნქცია და ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ერთ-ერთ სასწრაფოს მძღოლს, რომელსაც ტრენინგს უტარებდნენ, ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო და გული გაუჩერდა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ექიმი.

იტვირთბა....