პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე. გრეტა წიწავას ინფორმაციით, ვიდეომასალა წაშლილია და მიმდინარეობს გამოძიება, თუ ვის მიერ მოხდა ამ მასალის ატვირთვა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა. ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო“.