ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციების დროს უკანონო ქმედებაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესი 11 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....