თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა პროგრამისტის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების გამო დააკავეს.
ცნობისთვის, სერგო შუბითიძემ “ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიების დროს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან დარღვევით ამოიღეს. მისი დალოქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.