უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
დაღუპულები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი არიან. როგორც ცნობილია, ორივე საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიას 47 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, დაღუპული მებრძოლები ფრონტის ხაზიდან კიევში გადაასვენეს.