ახალი ამბები მთავარი სამართალი

გადაწყვეტილება მიღებულია – ბადრი ესებუას 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გადაწყვეტილება მიღებულია – ბადრი ესებუას 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ესებუა დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით – 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.

იტვირთბა....