ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქებისთვის ემზადება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები და მაშველები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის გასამკლავებლად მზადებას იწყებენ.

“უახლოეს დღეებში ჩავატარებთ შესაბამის წვრთნებს გზების ჩაკეტვითა და სანიტარულ გამშვებ პუნქტებზე რადიაციის დონის შემოწმებით. რადიაციის საზომი მოწყობილობა, რაც გვაქვს კალიბრირებულია და მზად არის, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ გადავაჯგუფოთ ყველანაირი ძალები და სერვისები, რათა მკაფიოდ ვუპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას” – აღნიშნა იგორ კლიმენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ.

იტვირთბა....