უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხმელენცკიში არსებულ სამხედრო აეროდრომზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
“ყურადღება! რაკეტები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოფრინავენ. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო განგაშის შემთხვევაში შედით თავშესაფრებში!” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავდროულად, ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ყირიმისა და ლუგანსკის ოლქებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.