ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია” – გივი მიქანაძე

პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გერენალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიცაზიის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა? ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”- განაცხადა გივი მიქანაძემ.

იტვირთბა....