ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორც აღმოჩნდა, მას, ქოცისგან და ნაცისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება შეუძლია” – ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა.

„რატომ არის უსამართლო პრეზიდენტის ქოცად, ან ნაცად მოხსენიება?
როგორც აღმოჩნდა მას ქოცისგან და ნაცისგან განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის, პარტიული, ან მერკანტილური ინტერესის.
სახელმწიფოებრივი აზროვნების სამწუხარო და ამასთანავე საამაყო საზომად დღეს იქცა მდგომარეობა, როდესაც ქოცისთვის ნაცი ხარ, ნაცისთვის კი ქოცი…
მივესალმები სალომე ზურაბიშვილს ჩვენს ბანაკში…“, – წერს ის.

იტვირთბა....